შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან მირიან აბაშიძესთან, გიორგი კეკელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან ერთად მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს სოციალურ მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. განხილული საკითხების ნაწილი ადგილზე გადაიჭრა, ხოლო დანარჩენ საკითხებზე რეაგირება შესაბამის სამსახურებს დაევალა.
მერის ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველდღიურად იმართება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის საჭიროებების დროულ გამოვლენასა და პროცესის ეფექტიან მართვას.
