ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

19 ივნისი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე დაბა შუახევში არსებული 200 მ3 რეზერვუარის გაფართოვების სამუშაოები მიმდინარეობს და შენდება წყლის და წყალარინები სისტემები.

ასევე, ჟანივრში 50მ3, ბარათაულში 100მ3 და გოგაძეებში 100მ3 რეზერვუარები შენდება. პარალელურად, სოფლებში თერნალი და გოგაძეები, ეწყობა წყლის სისტემები და მონტაჟდება მრიცხველები.

პროექტი აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დაბა შუახევსა და შუახევის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში: ჟანივრი, ბრილი, ზემო ხევი, ბარათაული , ვარჯანაული, გომარდული, ჭალა-წყაროთა, სხეფი, სხეფელა-ღორექეთი, თერნალი, წანკალაური, ტბეთი, გოგაძეები, კვიახიძეები.