ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

18 ივნისი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე სოფელ გომარდულში გაეცნო. სამუშაოები ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება, რისთვისაც 962 000 ლარამდე დაიხარჯება.

ცენტრის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსდება რწმუნებულის სამუშაო ოთახი, სამედიცინო პუნქტი და მრავალფუნქციური დარბაზი, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად იქნება განკუთვნილი.

შენობა აღიჭურვება შესაბამისი ავეჯითა და ინვენტარით, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ასევე კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, განთავსდება მოსასვენებელი სკამები, თანამედროვე ტიპის ლამპიონები, საბავშვო ატრაქციონები და განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.

დაგეგმილია მოსასვენებელი სივრცეების, ფანჩატურების, საკოცონე სივრცის, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების სისტემის მოწყობა. ასევე განთავსდება მონიტორი სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩვენებისთვის.
რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულებულია ბეტონის საფარის მოწყობა და ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა.

ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე დაათვალიერეს საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძემ და სხვა ხელმძღვანელ პირებმა.