შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა. შეხვედრაზე გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას, მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენასა და პროცესების ეფექტურ მართვას.
