14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.
თარიღთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა, თანატოლებთან ერთად სხვადასხვა აქტივობები გამართეს. მოეწყო ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებმა ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის მნიშვნელობაზე, ინკლუზიური გარემოს განვითარების აუცილებლობასა და საზოგადოების ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობაზე.
ამ დღის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების, სოციალური იზოლაციის დაძლევა, მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა.