ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


მხატვრული ლიტერატურისა და ინგლისური ენის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება

11 ივნისი 2026

მხატვრული ლიტერატურისა და ინგლისური ენის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება

შუახევში მხატვრული ლიტერატურისა და ინგლისური ენის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საგანმანათლებლო ინიციატივებს.

პროექტი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ხორციელდება შუახევის მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ინიციატივით, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, კონკურსსა და ოლიმპიადაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

მიმდინარე წელს პროექტში VII-IX და X-XI კლასების 120 მოსწავლე მონაწილეობდა. კლუბების წევრებს აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო მასწავლებლები მადლობის ბარათებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, მოწვეული სტუმრის სტატუსით მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, თვითმმართველობისა და რესურცენტრის წარმომადგენლები.