შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე ჩირუხსა და გომის მთაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და მოსახლეობას შეხვდა.
მერმა ჩირუხში დაათვალიერა საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც მთის სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდა. მთაში ელექტროსისტემა აღდგენილია და ელექტროენერგია სეზონურად მაცხოვრებლებს სრულად მიეწოდება.
მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა გომის მთაშიც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საავტომობილო გზის პრობლემურ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი. დაწყებულია დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება. ასევე ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.
საზაფხულო იალაღებზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი წევრები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების წარმომადგენლები.
