შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ერთდროულად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში ხორციელდება, მათგან რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში ფერდსამაგრი კედლების მოწყობა 70-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდება, რისთვისაც 1 816 000 ლარამდე დაიხარჯება.
სამუშაოები გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხორციელდება და მიზნად ისახავს საცხოვრებელი სახლებისა და საავტომობილო გზების მეწყრული პროცესებისგან დაცვას.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ნენიაში გაეცნო
