ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართა

05 ივნისი 2026

თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართა

თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართა.

რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.

ფორუმის მიზანი მდგრადი განვითარება, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ქალაქების განვითარება, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობაა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვას ეფუძნება.

ფორუმს შუახევის მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები. ფორუმში მონაწილეობდა მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.