ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


სახალხო დღესასწაული „სელიმობა"

03 ივნისი 2026

სახალხო დღესასწაული „სელიმობა"

საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა" გაიმართა.

ღონისძიება სოფელ ნიგაზეულიდან დაიწყო, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.

ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო დღესასწაულს „სელიმობას" დაესწრნენ.

ხულოს თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბაკოში, სელიმ ხიმშიაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას. დღესასწაული საზეიმო კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების წევრები