შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან მადონა არძენაძესთან ერთად, ფურტიოს საბავშვო ბაღს ეწვია და აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ხელმძღვანელმა პირებმა პატარებს ტკბილეული გადასცეს და აღსაზრდელების მიერ გამართულ გასართობ აქტივობებს დაესწრნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტკბილეული მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს გადაეცა.