ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


პროექტის „კულტურა მთაში" ფარგლებში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე" გაიმართა

30 მაისი 2026

პროექტის „კულტურა მთაში" ფარგლებში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე" გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში, თამაზ ირემაძის სახელობის კულტურის სახლში, პროექტის „კულტურა მთაში" ფარგლებში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე" გაიმართა.

ღონისძიებაში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, მათ შორის შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ჭვანა".

კონცერტის პარალელურად მოეწყო ეროვნული სამოსისა და ადგილობრივი ოსტატების მიერ შექმნილი აჭარული ნაქარგობების გამოფენა.

პროექტის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული კულტურის დაცვა-განვითარება და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა. ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება