ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

26 მაისი 2026

შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ომარ ტაკიძემ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა, გაიმართა სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორულ ანსამბლები, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეები, ინდივიდუალური შემსრულებლები.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო.

აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს".