ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

26 მაისი 2026

შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიება გმირთა მემორიალთან დაიწყო, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია თემატურადაა მორთული. წარმოდგენილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. მიმდინარეობს სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

გაიმართება საზეიმო კონცერტი, ხოლო ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ჰიმნის შესრულებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო.

აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს".