აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა.
სპეციალური საკონკურსო კომისიის წინაშე შუახევის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტების 30-მდე ქორეოგრაფიული და სასიმღერო ანსამბლი და 800-ზე მეტი ბავშვი, მრავალფეროვანი ნომრით წარსდგა.
გამარჯვებული ანსამბლების, დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი 3 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
ოლიმპიადა აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის - „ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია" ფარგლებში ხორციელდება.
ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.