აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან ერთად, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო წირვას შუახევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში დაესწრო.
დღევანდელ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ნიკოლოზობის პარალელურად, წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღესაც აღნიშნავს.
საზეიმო ღვთისმსახურება სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა აღავლინა.
ასევე სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.