ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


ბოლო ზარი!

20 მაისი 2026

ბოლო ზარი!

დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე დაბა შუახევისა და ფურტიოს საჯარო სკოლებში გამართულ ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

საზეიმო ღონისძიებაზე მეთორმეტე კლასელებმა წარმოადგინეს მინიატურები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები სასკოლო ცხოვრებიდან და პედაგოგებს გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ჯემალ სურმანიძე, ირაკლი აბულაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

2026 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლა 86-მა მოსწავლემ დაასრულა.