ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევში, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა

06 მაისი 2026

შუახევში, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა

შუახევის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია აქტიურად ჩატარდა.

სკრინინგის პროცესს ადგილზე ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ცნობილი ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო მიმდინარე პროცესს, შეხვდა მოსახლეობას და პრევენციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ფუტკარაძე.

კამპანიის ფარგლებში ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული გამოკვლევები ინფექციურ დაავადებებზე - აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე, ასევე ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის მიზნით, მათ შორის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოზე. პარალელურად ჩატარდა არაგადამდები დაავადებების პრევენციული კვლევებიც, რაც მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და მართვისთვის.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სადაც ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ინფორმირების გაძლიერებასა და სკრინინგ პროგრამებში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში - მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მართვა, ასევე აივ ინფექციისა და B და C ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და თერაპია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე.