ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ხიჭაურის ცენტრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

05 მაისი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ხიჭაურის ცენტრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ხიჭაურის ცენტრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სკვერის კეთილმოწყობა. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ფერდსამაგრი კედლები, დეკორატიული განათება, წყლის კუთხე და მიწისქვეშა კომუნიკაციები.

დასრულდა ხიჭაურში გმირთა მემორიალისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. აშენდა სკვერი და ბელვედერი (გადმოსახედი სივრცე), მოეწყო გარე განათება, სველი წერტილები და განთავსდა მგზავრთა მოსაცდელები.

პროექტი მიზნად ისახავს სოფლის ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.

მერთან ერთად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე.