ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


ზურაბ გორგილაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

05 მაისი 2026

ზურაბ გორგილაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში ზურაბ გორგილაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.

საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზურაბ გორგილაძის ცხოვრებიდან ეპიზოდები, წაიკითხეს პოეტის შემოქმედებიდან სახალხოდ ქცეული ლექსები და პოეზიის მარგალიტები, ასევე წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ზურაბ გორგილაძის პოეზიის პოპულარიზაციას, ასევე მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და წახალისებას.