აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის" შუახევის საჩითილე მეურნეობაში მაღალხარისხიანი ჩითილების რეალიზაცია დაიწყო.
აგროსერვის ცენტრი ფერმერებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილ სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების ჩითილებს.
რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მირზა სუქნიშვილთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
