შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და შესყიდვების სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მოისმინა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა დაბისა და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, სპორტული, საგანმანათლებლო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა.
ომარ ტაკიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ხარისხიან, განსაზღვრულ ვადებში შესრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით აუცილებელია თითოეული მიმდინარე პროექტის ყოველდღიური მონიტორინგის კიდევ უფრო გაძლიერება.
შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.