ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა

16 აპრილი 2026

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, შუახევის მერთან, ომარ ტაკიძესთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის" მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში მოწყობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო.

პროგრამის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოყვანილი ჩითილების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესება და რეგიონში ხარისხიანი და უხვი მოსავლის წარმოების ხელშეწყობა.