შუახევში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
წყალსაყრისა და უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გამართულ შეხვედრებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა პრიორიტეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს განახორციელებს.
პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.