ქრისტე აღდგა!
გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ანზორ ბოლქვაძესთან და ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, სააღდგომო ლიტურგიას შუახევის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დაესწრო.
საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა.

