შუახევში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრძელდება.
მორიგი შეხვედრა გაიმართა დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, რომელსაც შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძის განცხადებით პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მიმდინარე წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 628 000 ლარს შეადგენს. შეხვედრები, ეტაპობრივად ყველა სოფელში გაიმართება.
