შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეებში მცხოვრები ამირან და ზურა გოგიტიძეები საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად საკუთარი ინიციატივით გამოცხადდნენ.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე წვევამდელთა მშობელს, დავით გოგიტიძეს შეხვდა და მადლობა გადაუხადა შვილების მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, პატრიოტული სულისკვეთებისა და ღირსეული აღზრდისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების შუახევის მუნიციპალური განყოფილების უფროსი მაიორი ამირან ფუტკარაძე და განყოფილების უფროსი სერჟანტი დავით დიასამიძე.
