შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, სამუშაო ჯგუფისა და მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები.
შეხვედრაზე სტრატეგიულ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს დოკუმენტის სამუშაო ვერსია და მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი გამოწვევების ანალიზი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა, ძირითადი მიზნები და ამოცანები.
დოკუმენტი მოიცავს პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს, ინფრასტრუქტურას, განათლებას, კულტურასა და სპორტს, ტურიზმის ხელშეწყობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
აღინიშნა, რომ სამუშაო პროცესი გრძელდება, რაც უზრუნველყოფს დოკუმენტის დახვეწას და მუნიციპალიტეტის საჭიროებების სრულად ასახვას.
სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეგზავნება.
