ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა

02 აპრილი 2026

შუახევის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა

შუახევის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ესწრებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებსა და პროექტებში.

მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობა კონკურსის წესით შეირჩა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარედ რამაზ ართმელაძე აირჩიეს, რომელიც საბჭოს საქმიანობას უხელმძღვანელებს. საბჭოს წევრებმა ასევე გაეცნენ სათათბირო ორგანოს მუშაობის სტრუქტურას და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელება.