შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი ფანცხავამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია, სამოქმედო გეგმის გაცნობა და შესაბამის უწყებებს შორის ფუნქციების გადანაწილება.
