ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


გვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის ტურნირი სათხილამურო სპორტში - სლალომში

13 მარტი 2026

გვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის ტურნირი სათხილამურო სპორტში - სლალომში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, კურორტ გომარდულში გაიმართა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის ტურნირი სათხილამურო სპორტში - სლალომში.

შეჯიბრში ბარათაულის, გომარდულის, ოლადაურის, მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აგვისტოს ომის გმირის, ამირან მამალაძის მამა, გურამ მამალაძე, თვითმმართველობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ბსუ-ს წარმომადგენლები.