შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, ჭადრაკში მუნიციპალური პირველობა გაიმართა, რომელშიც საჯარო სკოლების 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ტურნირს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
შეჯიბრის მიზანია მუნიციპალიტეტში ჭადრაკის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ინტელექტუალური სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ნიჭიერი მოჭადრაკეების გამოვლენა.