შუახევის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ 2026 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების წარდგენა წარმოადგენდა.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა ცენტრის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს.