საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
აჭარის რეგიონიდან სახელმწიფო ჯილდოები შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების" წევრებს გადაეცათ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მიღებული ჯილდო მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით აჭარა ყოველთვის იყო და არის ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული კერა და რეგიონში მოღვაწე ადამიანები, არა მხოლოდ ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს კუთხეს არამედ თავიანთი შემოქმედებით ყოველდღიურად ამდიდრებენ ქვეყანაში კულტურულ ცხოვრებას.
ჯილდოები გადაეცათ ანსამბლის ქორეოგრაფს ბადრი დარჩიძეს, მუსიკოს-აკომპანიატორებს მინდია ბერიძეს და როლანდ ივანაძეს, მოცეკვავეებს: დავით მაკარაძეს, ზვიად ბოლქვაძეს, თამაზ ბერიძეს, ლევან ფუტკარაძეს, მაყვალა ბუჩუკურს, მიხეილ მელიქიშვილს, მიხეილ ფუტკარაძეს, მუხრან დარჩიძეს, ნანული გოგიტიძეს, ნოდარ ქარცივაძეს, ნოდარ დავითაძეს, ნუგზარ ხიმშიაშვილს, რევაზ მჟავანაძეს, რუსუდან დარჩიძეს, შალვა მიქელაძეს, ხასან ხილაძეს, ჯემალ ართმელაძეს, შოთა დიასამიძეს და მიხეილ კაკალაძეს (სიკვდილის შემდეგ).
კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სახელმწიფო ჯილდოები სხვადასხვა პროფესიის სულ ოცდაათ წარმომადგენელს გადაეცა.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.