ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები


მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღსა და 7 ალტერნატიულ ჯგუფს ახალი სათამაშოები გადაეცა

19 ნოემბერი 2026

მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღსა და 7 ალტერნატიულ ჯგუფს ახალი სათამაშოები გადაეცა
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე მერთან ომარ ტაკიძესთან და მოადგილესთან, მალხაზ ტაკიძესთან ერთად ხიჭაურის საბავშვო ბაღს ეწვია, სადაც აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცა და დაწესებულების მუშაობას გაეცნო.
ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სათამაშოები საბავშვო ბაღებისა და ალტერნატიული ჯგუფების საჭიროებების, სააღმზრდელო მეთოდოლოგიისა და ბავშვთა ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით შეიძინა.
მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღსა და 7 ალტერნატიულ ჯგუფს ახალი სათამაშოები გადაეცა.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.
იაგო დავითაძესთან ერთად ხიჭაურის საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი მადონა არძენაძე.