ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები


შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

15 სექტემბერი 2026

შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იაგო დავითაძემ დაბა შუახევის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
სასწავლო წელი სკოლებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებითა და სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო. სასწავლო პროცესისთვის შექმნილია შესაბამისი გარემო, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და სკოლები უზრუნველყოფილია საჭირო საგანმანათლებლო რესურსებითა და ინვენტარით.
შუახევის მუნიციპალიტეტში 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ჯამში 1 067 მოსწავლე ირიცხება. მათ შორის 67 პირველკლასელია.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.