ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები


„ჩემი პირველი ნერგი“ - პროგრამის ფარგლებში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საქართველოს მასშტაბით საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

23 ოქტომბერი 2026

„ჩემი პირველი ნერგი“ - პროგრამის ფარგლებში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საქართველოს მასშტაბით საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
„ჩემი პირველი ნერგი“ - პროგრამის ფარგლებში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საქართველოს მასშტაბით საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
დღეს, ნერგების დარგვის ღონისძიებები შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც 66 -მა პირველკლასელმა დარგო თავისი პირველი ხე.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში, ჯამში 41 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება.
პროგრამისთვის სპეციალურად შეიქმნა ვებპლატფორმა - https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც განთავსებულია ინფორმაცია პროგრამის, ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია დარგული ნერგების რეგისტრაცია და მათი ადგილმდებარეობის ნახვა ინტერაქტიულ რუკაზე.
პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება. ინიციატივა აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას - საკუთარი პირველი ნერგის დარგვით ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ ქვეყნის გამწვანებაში, სწავლობენ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას და საკუთარი წვლილი შეაქვთ ახალი მწვანე სივრცეების შექმნაში.