მთა ღომაზე ,,შუამთობის“ კვირეულის ფარგლებში სახალხო დღესასწაული გაიმართა.
დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იაგო დავითაძემ მიულოცა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“, ფოლკლორული ანსამბლი „მარეთი“, ბენდი ,,117“ და მოწვეული მომღერალი თიკა ჯამბურია. ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და საბავშვო გასართობი აქტივობები.
ღონისძიებას, შუახევის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, სასულიერო პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.