ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები


კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა

02 აგვისტო 2026

კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები დახვდათ. მოეწყო საბავშვო და სპორტული სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები და საპატიო ბეშუმელები. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„შუამთობა" უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს.