ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

საკრებულოს სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.

04 აგვისტო 2026

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.
შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.
ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იაგო დავითაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ანზორ ბოლქვაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ, ასევე შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მიულოცეს.
დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩირუხის მთაზე ზიპლაინის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, რომელიც ხელს უწყობს ჩირუხის მთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენას და ვიზიტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
შუამთობის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები; მოეწყო საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და სადღესასწაულო დეკორაციები.
ღონისძიება გაგრძელდა საკონცერტო პროგრამით, რომელშიც ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მოწვეული ბენდები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ. საკონცერტო ნაწილის პარალელურად გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და ბაგირის გადაწევაში. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შუამთობას ჩირუხში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.