შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის მორიგი ბიუროს სხდომის დღის წესრიგი
1. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ .
2. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
3. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ანგარიში 2026 წელს მიმდინარე საქმიანობის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სახალხო დღესასწაული ,,შუამთობის“ მომზადება-ჩატარების შესახებ.
4. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შოთა რუსთაველის ქუჩა №67-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 24.02.34.064.007, ყოფილი ს/კ 24.02.34.000.033) – 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 150.22 კვ.მ შენობა-ნაგებობის სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების განთავსების მიზნით.
5. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო ახალი სკოლის შენობის მშენებლობის მიზნით, საკადასტრო კოდით 24.07.36.853 რეგისტრირებული 2000( ორი ათასი) კვ.მ მიწის ნაკვეთის კერძო პირისგან 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარად შეძენის ფაქტის ცნობად მიღების შესახებ.
6. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის N1 განკარგულებაში „შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარში არსებული ღომას მთის განაშენიანების რეგულირების გეგმა“-ში ცვლილების შეტანის თაობაზე.