ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

ნებართვები


განაცხადის ფორმა

 

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში დანერგილია არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების გაცემა მუნიციპალური სერვისების პლატფორმის (MS.GOV.GE) საშუალებით.

სამშენებლო ნებართვის მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და განაცხადი სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად, MS.GOV.GE პორტალზე რეგისტრაციის გზით წარადგინონ.

MS.GOV.GE პორტალზე დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).

MS.GOV.GE-დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის, საჭიროა, მოქალაქეებმა იქონიონ აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა.