კონტრასტი
ფონტი
მუნიციპალური სერვისები
ქონების პრივატიზება
საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საკრებულო, სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების საფუძველზე.
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით.
მერიას განცხადებით მომართავს დაინტერესებული მხარე (ფიზიკური ან იურიდიული პირი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ან დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება განიხილება მუნიციპალიტეტში საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე.
იმ შემთხვევაში თუკი მოთხოვნილი უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური ახორციელებს სათანადო პროცედურებს მოთხოვნილი უძრავი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირებაზე.
უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტსა და აუდიტორულ ფირმასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დამოუკიდებელი აუდიტის მიერ განისაზღვრება უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასური, რის შემდეგაც წერილი იგზავნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში, უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შეტანაზე, ასევე უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის ოდენობის განსაზღვრაზე.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დადებითი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, მზადდება მერის ბრძანების პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის გამოცხადების თაობაზე", რომელიც ქვეყნდება ვებ. გვერდზე: WWW.EAUCTION.GE
ელექტრონულ აუქციონში მონაწილე გამარჯვებულ მხარესთან ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, ხოლო შემდგომში ნასყიდობის ხელშეკრულება და გაიცემა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც რეგისტრირდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვესტიციო განვითარების სამსახური.