ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

მერიის სიახლეები

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან იაგო დავითაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში დაფი

16 ივლისი 2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან იაგო დავითაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში დაფინანსებული ვაზისა და კაკლის ბაღები დაათვალიერა, ასევე მოინახულა საფუტკრე მეურნეობა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.
ხელმძღვანელმა პირებმა ფერმერებთან შეხვედრა გამართეს და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებზე, ფერმერთა გაძლიერების აუცილებლობასა და დარგის განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.
„აჭარის რეგიონი თავისი უნიკალური კლიმატური პირობებითა და ბუნებრივი რესურსებით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს მეხილეობის, მევენახეობისა და მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ცოდნის გაღრმავება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“, – განაცხადა დენის სალუქვაძემ.
შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შედეგების ადგილზე გაცნობა, ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების მოსმენა, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განხილვა.
მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი ფანცხავა, არჩილ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძე და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები

სხვა სიახლეები

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მემთეურთა ჯანმრთელობის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი სამედიცინო აქცია გომის მთაზე გაიმართა, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა.

22 July, 2026

+ გაიგე მეტი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარემ იაგო დავითაძემ, მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.

21 July, 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარემ იაგო დავითაძემ, მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.

+ გაიგე მეტი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ლაშხთან, კომიტეტის წევრებთან, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატ ანზორ ბოლქვაძესთან

09 July, 2026

სიახლეების გამოწერა