ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

მერიის სიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია

29 ივნისი 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია.

მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს მეუფე სპირიდონმა უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო.

,,ჩვენი უმთავრესი მიზანი არის მთის გაძლიერება, მაღალმთიან აჭარაში მეტი შესაძლებლობის შექმნა პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის, მათი დასაქმებისა და განვითარების ხელშეწყობა.დღეს ჩვენ ვხედავთ, მთის აქტიურ განვითარებას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.

მეუფესთან ერთად ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რეგიონის განვითარებისთვის, ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზრო ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე, აკადემიურ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება.

უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმთავრესი საგანმანათლებლო კერაა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

სხვა სიახლეები

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მემთეურთა ჯანმრთელობის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი სამედიცინო აქცია გომის მთაზე გაიმართა, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა.

22 July, 2026

+ გაიგე მეტი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარემ იაგო დავითაძემ, მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.

21 July, 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარემ იაგო დავითაძემ, მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.

+ გაიგე მეტი
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან იაგო დავითაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში დაფი

16 July, 2026

სიახლეების გამოწერა