ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

მერიის სიახლეები


შუახევში ,,ევროპის დღეების" ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება ,,ჩემი თვალით დანახული ევროპა" გაიმართა

21 მაისი 2024

შუახევში ,,ევროპის დღეების" ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება ,,ჩემი თვალით დანახული ევროპა" გაიმართა

    შუახევში ,,ევროპის დღეების" ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება -  ,,ჩემი თვალით დანახული ევროპა" გაიმართა.

   ღონისძიებას შუახევის მერის მოადგილეები რუსუდან შავაძე, გურამ ზოიძე, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ პრეზენტაცია და თითოეული ქვეყნის კულტურა. მოეწყო თემატური გამოფენა.

    პროექტში მონაწილე სკოლებს შესაბამისი სერთიფიკატები, ხოლო გამორჩეული პრეზენტაციების ავტორებს წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ.

    ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.


სიახლეების გამოწერა