ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

08 000 000 08

მუნიციპალური პროგრამები


ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის პროგრამები

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები:


  • მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს 0-დან 120 000 ქულამდე დაფინანსებას 100%-ით არაუმეტეს 2 000 ლარისა, 120 000-დან 150 000 ქულის ჩათვლით 90% არაუმეტეს 1 500 ლარისა, ხოლო 150 000-დან 200 000 ქულამდე 80% დაფინანსებას არაუმეტეს 1 200 ლარისა.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის  მოწმობის ქსეროასლი;

3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100;

4. კლინიკიდან, ან სააფთიაქო ქსელიდან გაცემული ფორმა მკურნალობის ღირებულების შესახებ - ანგარიშ-ფაქტურა;

5. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.



  • მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისა (ეტლით მოსარგებლე) და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული (საწოლს მიჯაჭვული) ბენეფიციარებისათვის კვარტალური ფინანსური დახმარება

პროგრამის მიზანია ფინანსური დახმარების გაწევა იმ ბენეფიციარებისათვის (0-დან 200 000 ქულის ჩათვლით შეფასებული შშმ პირები და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული პირები), რომელთაც ესაჭიროებათ ჰიგიენური და სამედიცინო მოვლის საშუალებების შეძენა.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. შშმ პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან არსებობის შემთხვევაში;

4. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100;

5. სააფთიაქო ქსელიდან გაცემული ფორმა მკურნალობის ღირებულების შესახებ - ანგარიშ-ფაქტურა;

6. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.

 

 

  • ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ადრეული განვითარების ბავშვთა კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის მიზანია აბილიტაცია-რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის, თანმხლებ პირთან ერთად, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება.

პროგრამის ბენეფიციარები არიან შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები, ასევე 0-დან 7 წლამდე ადრეული განვითარების და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, რომლებიც სარგებლობენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ვაუჩერით და მომსახურებას იღებენ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა კლინიკასა თუ რეაბილიტაციის ცენტრში.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. ცერებრალური დამბლით, ან აუტისტური სპექტრით და ადრეული განვითარების მქონე დაავადებულ ბავშვთა მშობლების განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

 2. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ვაუჩერის ქსეროასლი;

 3. სარეაბილიტაციო ცენტრების მიერ გაცემული ცნობა კურსების გავლის შესახებ;

4. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა და მშობელთა პირადობის/დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

5. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ფლობის შესახებ ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან;

6. საბანკო რეკვიზიტები;

7. ექიმის მიერ გაცემული ფორმა N100/ა.

 

 

  • თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურების მიზნობრივი პროგრამა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის

პროგრამა ითვალისწინებს მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის სოფლის ამბულატორიაში სპეციალისტის მომსახურებისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსებას.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100;

4. სააფთიაქო ქსელიდან გაცემული ფორმა მკურნალობის ღირებულების შესახებ - ანგარიშ-ფაქტურა;

5. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

6. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, შესაბამისი სტატუსის შესახებ;

7. ჩამოთვლილთაგან რომელიმე  სტატუსის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

  • მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 000 ქულის ჩათვლით ოჯახები, შშმ პირები (მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სამხედრო ძალების ვეტერანები, მრავალშვილიანები (5 და მეტი), მარტოხელა მშობლები და მარტოხელა პენსიონერები.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100;

4. სააფთიაქო ქსელიდან გაცემული ფორმა მკურნალობის ღირებულების შესახებ - ანგარიშ-ფაქტურა;

5. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

6. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, შესაბამისი სტატუსის შესახებ;

7.   ჩამოთვლილთაგან რომელიმე სტატუსის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

 


  • სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ყოველდღიურად სამკომპონენტიან სადილის, რომლითაც სარგებლობდნენ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;

3. ოჯახის სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი ცნობა შუახევის სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან.

 

 

  • ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამის მოსარგებლეები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები (ოჯახები), რომლებსაც არ გააჩნიათ სხვა უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებელი, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ქირით დროებით თავშესაფარში გაყვანას უსაფრთხოების მიზნით.

ფინანსური დახმარება ნაწილდება საცხოვრებლის ტიპის მიხედვით: სოფლის ტიპის დასახლებაში - 300 ლარი, დაბის ტიპის დასახლებაში - 400 ლარი და ქალაქში - 500 ლარი.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. გეოლოგიური დასკვნა;

4. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან/ცნობა მაღალმთიანი სტატუსის შესახებ;

4. საბანკო რეკვიზიტები.

 

 

  • ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების უზრუნველყოფის თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტების შესაძენად ფინანსურ დახმარებას, მაქსიმუმ 150 ლარის ოდენობით. ბენეფიციარები არიან შუახევის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები პირები და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000-დან - 200 000-მდე.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100;

4. სააფთიაქო ქსელიდან გაცემული ფორმა მკურნალობის ღირებულების შესახებ - ანგარიშ-ფაქტურა;

5. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულების შესახებ.

 


  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

პროგრამაში ჩართული არიან ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი. ფინანსური დახმარების გაწევა ხდება 1 200 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 300 ლარით მეტი.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები დედანთან ერთად;

3. მშობლების ქორწინების მოწმობის ქსეროასლი დედანთან ერთად;

4. ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლები დედანთან ერთად;

5. ერთერთი მშობლის სახელზე ბანკში გახსნილი ანგარიშის ამონაწერი;

6. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ფლობის შესახებ ან სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილობითი დოკუმენტი). თუ დახმარების მიღების მსურველი, ან ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში, უნდა წარმოადგინოს ცნობა მასზედ, რომ აღნიშნული პროგრამით იმ მუნიციპალიტეტისაგან დახმარება არ მიუღია.

7. თუ დახმარების მიღების მსურველი განქორწინებულია, უნდა წარმოადგინოს ქორწინების შეწყვეტის და ბავშვზე მეურვეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

  • გაჭირვებულ ოჯახებზე გარდაცვლილ პირთა სარიტუალო მომსახურებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენდა 0-150 000, ერთ ოჯახზე 700 ლარის ოდენობით.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. ოჯახის წევრის გაცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი დედანთან ერთად;

3. საჭიროების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

4. გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი დედანთან ერთად;

5. განმცხადებლის სახელზე ბანკში გახსნილი ანგარიშის ამონაწერი:

6. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის თაობაზე;

7. საჭიროების შემთხვევაში დაბადების მოწმობა.

 

 

  • უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა

პროგრამის მიზანია თანადაფინანსება პროგრამულად, უპირატესობა ენიჭება უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს, რომელთაც საცხოვრებელი სახლი სიძველით დაზიანებული ჰქონდათ და მათი სარეიტინგო ქულა 0-150 000 არ აჭარბებს.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

 2. ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად და არასრულწლოვნების დაბადების მოწმობის ასლი;

 3. ოჯახის სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი ცნობა შუახევის სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან;

4. გეოლოგიური დასკვნა არსებობის შემთხვევაში.

 

 

  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი და გარემო პირობები არ არის უსაფრთხო, აგრეთვე საყოფაცხოვრებო პირობები არასათანადოა. ოჯახის მდგომარეობა შეფასდება ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტების მიერ. გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, ოჯახები უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინვენტარითა და ნივთებით.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

 2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ოჯახის სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი ცნობა შუახევის სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან;

4. შშმ პირის დამადასტურებელი ცნობა არსებულის შემთხვევაში;

5. საბანკო რეკვიზიტები.

 

 

  • ვეტერანთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით

ვეტერანთა დღის აღსანიშნავად თითოეულ ვეტერანზე პროგრამულად გაიცემა 400 ლარი. ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის თითოეულ ოჯახზე ერთჯერადად გაიცემა ფინანსური დახმარება 2 000 ლარი.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობისა და ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობების ქსეროასლები;

3. საბანკო რეკვიზიტები.

 

 

  • სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენისთვის ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა

პროგრამის მოსარგებლეები არიან სპეციფიკური საკვების საჭიროების მქონე ბენეფიციარები. თითოეულ ბენეფიციარზე წლიურად გათვალისწინებულია 8 000 ლარი.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი, არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ქსეროასლი დედანთან ერთად და ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

3. ერთ-ერთი მშობლის სახელზე ბანკში გახსნილი ანგარიშის ამონაწერი;

4. ექიმის მიერ გაცემული ფორმა N100, სადაც მითითებული იქნება, რომ მოქალაქე ნამდვილად საჭიროებს სპეციფიკურ-სამკურნალო კვების პროდუქტებს;

5. ანგარიშ-ფაქტურა, კვების პროდუქტების ჩამონათვალი.

 

 

  • პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა

ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტენტების საშუალებით. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება 18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირები.

 

 

  • დიალიზის პროგრამაში ჩართული შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას თანმხლებ პირთან ერთად და თანხის მოცულობა განისაზღვრება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.

 

 

  • სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის სახურავის შეძენის პროგრამა

ოჯახების შესწავლა-შეფასების შემდგომ კომისიური წესით ხდება გადაწყვეტილების მიღება და ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვა. პროგრამის მოსარგებლეები არიან 0-დან 150 000 ქულის ჩათვლით ოჯახები.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.

 

 

  • სოციალურად დაუცველი ღატაკი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა

ოჯახებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები განმეორებით შეისწავლიან, შეფასდება, როგორც ღატაკი ოჯახი და ახალი შესწავლის შემდეგ, თუ მათი სარეიტინგო ქულა აღემატება 65 000-ს, დახმარება გაეწევათ სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ არ წარმოიშვა შეწყვეტის სხვა საფუძველი, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა 30 ლარი.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

4. საბანკო რეკვიზიტები.

 

 

  • მარტოხელა მშობლის სტატუსი მქონე პირთათვის დახმარების მიზნობრივი პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე ყოველთვიურად 200 ლარის ფინანსურ დახმარებას. მარტოხელა მშობლის სტატუსს ანიჭებს და შესაბამის ბაზას აწარმოებს იუსტიციის სამინისტრო.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. მშობლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

4. ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

5. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან/ცნობა მაღალმთიანი სტატუსის შესახებ;

6. საბანკო რეკვიზიტები.

 

 

  • პაციენტის განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებებით უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამა, ესაჭიროებათ პაციენტებს ყოველდღიურად და ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 800 ლარისა. პროგრამის მოსარგებლემ პროგრამაში ჩართვის მიზნით უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დოკუმენტი ფორმა N100/ა, სადაც განსაზღვრული იქნება საჭიროება.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100;

4. სააფთიაქო ქსელიდან გაცემული ფორმა მკურნალობის ღირებულების შესახებ - ანგარიშ-ფაქტურა;

5. ბანკიდან მოქმედი ანგარიშის შესახებ ცნობა/ამონაწერი.

 

 

  • უსინათლოთა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამა გათვლილია შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 უსინათლო ბენეფიციარზე, ბიუჯეტი 5 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში იგეგმება ხმოვანი გლუკომეტრის, წნევის აპარატისა და თერმომეტრის შეძენა.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან/ცნობა მაღალმთიანი სტატუსის შესახებ;

4. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100.

 

 

  • 18 წლამდე შშმ ბავშვთა კლიმატო-თერაპიის საკურორტო-სარეაბილიტაციო პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსებას 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებისთვის თანმხლებ პირთან ერთად.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. მშობლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

4. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100;

5. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

6. საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია;

7. საბანკო რეკვიზიტები.

 

 

  • შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახში ახალდაბადებული ბავშვის მატერიალური დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადად ფინანსურ დახმარებას ყოველ ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით. პირველ ახალშობილზე დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო შვილზე 100 ლარით მეტი.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. მშობლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

4. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან/ცნობა მაღალმთიანი სტატუსის შესახებ;

5. საბანკო რეკვიზიტები.

 

 

  • ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებულ დაავადებების და ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა

პროგრამით სარგებლობის მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს სოციალური ქულის ამონაწერი (0-დან 200 000-მდე) ფორმა N100, ბანკიდან მოქმედი ანგარიშის ნომერი.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. პაციენტის პირადობის მოწმობა, ასლი.

3. სოციალური ქულის ამონაწერი;

4. საბანკო რეკვიზიტები.

5. ფორმა N100/ა.

 

 

  • მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტების და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე სტუდენტი შვილის ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახის წევრი შვილის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული პირველი კურსის სტუდენტზე, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1 200 ლარის ოდენობით.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/ამონაწერი;

4. ბანკიდან მოქმედი ანგარიშის შესახებ ცნობა/ამონაწერი;

5. სოციალურად დაუცველო ოჯახების მონაცემთა ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ ამონაწერი.