გილოცავთ ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
შუახევში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესის საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შუახევის მერმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ომარ ტაკიძემ 26 მაისი მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი ფოტოგამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, საბავშვო ანსამბლები და შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. გაიმართა სპორტული აქტივობები და გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოება.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შუახევში, სხვადასხვა აქტივობებით გრძელდება.