შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო წლებში 15-ზე მეტი სოფლის ცენტრი მოეწყო.
პროექტი მიზნად ისახავს, სოფლის ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.
სოფელ ცხემლისში მიმდინარე სამუშაოებს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ასევე, მიმდინარე წელს ცინარეთისა და წელათის სოფლის ცენტრები კეთილმოეწყობა. ხოლო, ჯაბნიძეებში, წაბლანაში, ინწკირვეთში, დარჩიძეებში, ტბეთსა და ახალდაბაში კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდება.
განახლებული ინფრასტრუქტურით გათვალისწინებულია სოფლის ცენტრების მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, ბეტონის საფარის დაგება, სოფლის სახლების რეაბილიტაცია, გარე-განათების, მოსაცდელების, სავალი ბილიკების, სანიაღვრე არხების, ფანჩატურების, სკვერების მოწყობა.
სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 888.700 ლარამდე დაიხარჯება.