14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
თარიღთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა, თანატოლებთან ერთად სხვადასხვა აქტივობები გამართეს. მოეწყო ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.